რუსეთის მიერ კიევის მიმართულებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას კიევის მერი ვიტალი კლიჩკო ავრცელებს.
„კიევში მტრის თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. დაშავდა დედაქალაქის ექვსი მცხოვრები“, – აღნიშნავს კლიჩკო.
მისივე თქმით, დაშავებულებს შორის 16 წლის ბიჭია, ხოლო სამი დაჭრილი მედიკოსებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. იერიშების სამიზნე კიევის სვიატოშინსკისა და დარნიცის რაიონები აღმოჩნდა.
დარნიცის რაიონში ცეცხლი გაუჩნდა ადმინისტრაციულ-სასაწყობო შენობას, ასევე მის მახლობლად გაჩერებულ სატვირთო მანქანებს.
ხანძარი გაჩნდა სვიატოშინსკის რაიონში მდებარე საწყობშიც, სადაც სამი ადამიანი დაშავდა. როგორც უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურში განმარტეს, ხანძარი ლიკვიდირებულია.
კომენტარები
