ბიძინა ივანიშვილის მიერ რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუს აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე აფასებს.
“იმდენად აღვშფოთდი ამ „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტის- სალომე ასათიანის უზრდელობითა და მიკერძოებულობით, რომ სიტყვებით ვერ გადმოვცემ. ბარაქალა ბიძინა ივანიშვილის მოთმინებას! მე რომ მის ადგილას ვყოფილიყავი, ასეთი თავხედობის მოთმენა ძალიან გამიჭირდებოდა! ვინ გაზარდა ეს „ჟურნალისტი“ ან დედა არ ჰყავს, ან მამა?!.. მერე, თუ ირმა სოხაძემ სიმღერა ვერ ასწავლა, ელემენტარული ზრდილობა მაინც ვერ დაანათლა თავის პირმშოს?! ასე რომ მოიქცეს, ჩემს შვილს არ დავინდობ, არათუ სოხაძისას“,- აცხადებს ჯაველიძე “ასავალ-დასავალთან“ საუბარში.
კომენტარები