ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის განცხადებით, ირანს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება აშშ-სთან მოლაპარაკებების განახლების თაობაზე.
არაღჩის თქმით, ყატარელმა და პაკისტანელმა შუამავლებმა შეტყობინებები გაცვალეს, თუმცა ეს ურთიერთქმედებები მოლაპარაკებებს არ წარმოადგენს.
ცნობისთვის, ამ კვირის დასაწყისში პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ირანთან მოლაპარაკებებს „შეზღუდულ” ფორმატში აწარმოებდა.
“ჩვენ მათთან მხოლოდ ნახევრად ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს“, – განაცხადა მან Axios-თან ინტერვიუში.
კომენტარები
