ღაზის სექტორში ისრაელის ავიაიერიშს, სულ მცირე, რვა ადამიანი ემსხვერპლა, 20 კი დაშავდა.
„როიტერი“ პალესტინურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ თავდასხმა ნუსეირათის ლტოლვილთა ბანაკში, დაკრძალვის ცერემონიაზე მოხდა.
„ჰამასმა“ განცხადება გაავრცელა, რომელშიც დაგმო ის, რასაც ისრაელის ძალების მიერ ჩადენილი კიდევ ერთი საზარელი დანაშაული უწოდა და მათ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების „სისტემატურ და უწყვეტ“ დარღვევაში დასდო ბრალი.
ისრაელის სამხედრო ძალებს ჯერ არ უპასუხიათ ბრალდებებისთვის. ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2025 წლის ოქტომბერში ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის პირველი ფაზის ამოქმედებიდან მოყოლებული, ისრაელის სამხედრო ოპერაციებს 1 127 ადამიანი ემსხვერპლა და 3 643 დაშავდა.
კომენტარები
