რუსეთმა ზაპოროჟიეზე იერიში მიიტანა. საოკუპაციო ძალებმა მართვადი საჰაერო ბომბები გამოიყენეს და კერძო სექტორიც დააზიანეს. ერთ-ერთ ლოგისტიკურ ტერმინალში ხანძარი გაჩნდა. თავდასხმას სამი ადამიანი ემსხვერპლა, 33 დაშავდა, მათ შორის ხუთი ბავშვი.
იერიშებმა მნიშვნელოვნად დააზიანა ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლი, ასევე, მრავალსართულიანი შენობის ნაწილი.
კომენტარები
