არანაირი ძალადობას, არც ჩემი მხრიდან, არც პოლიციის მხრიდან და არც სიტყვიერ შეურაცხყოფას არ ქონია ადგილი , – ამის შესახებ მომღერალი ალექსანდრე მრელაშვილი თელავში ქორწილის მიმდინარეობისას მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ვიდეო მიმართვაში აცხადებს.
მისი თქმით, სოციალურ ქსელებში ვრცელდება არაერთი მცდარი ინფორმაცია, რის გამოც საჭიროდ ჩათვალა საკუთარი პოზიციის დაფიქსირება.
„მადლობა მინდა გადავუხადო პოლიციას, რომ საქმეს დეტალურად იძიებს. არანაირი ძალადობას, არც ჩემი მხრიდან, არც პოლიციის მხრიდან და არც სიტყვიერ შეურაცხყოფას არ ქონია ადგილი. ძალიან ბევრი პოსტი იდება, ძალიან ბევრი ცრუ ინფორმაცია იწერება და ყველამ იცოდეთ სიმართლე“,- აცხადებს მომღერალი.
ცნობისთვის, თელავში მომხდარი ინციდენტის გამო სამართალდამცავებმა გიორგი ჭიღლაძე დააკავეს. გამოძიება მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 3-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
