აშშ-ის თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეტი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც მედიასაშუალებების CNN-ის, MSNBC-ის და POLITICO-ს ჟურნალისტებს თეთრ სახლში მუშაობა აეკრძალათ.
როგორც ჰეგსეტმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, აღნიშნული მედიასაშუალებების წარმომადგენლები ამერიკელი სამხედროების შესახებ ცრუ ამბებს ავრცელებდნენ.
„ომის დეპარტამენტი სრულად უჭერს მხარს პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებას CNN-ს, MSNBC-სა და POLITICO-ს თეთრი სახლიდან გაძევების შესახებ, რათა მათ თავიანთი ყალბი ამბების გამოქვეყნება თეთრი სახლის ფარგლებს გარედან შეძლონ.
მადლიერნი ვართ, რომ ამ მედიასაშუალებებმა უკვე თავად აირჩიეს პენტაგონიდან „თვითდეპორტაცია“. ისინი ჩვენს სამხედროებს საფრთხეს უქმნიდნენ ცრუ ისტორიებითა და გაჟონილი ინფორმაციით და პრეზიდენტის, ჩვენი მებრძოლებისა და მათი მისიის შესახებ გამოგონილ და ცრუ ამბებს ავრცელებდნენ“, – დაწერა ჰეგსეტმა.
ცნობისთვის, ტრამპმა გუშინ განაცხადა, რომ CNN-ის, MSNBC-ის და POLITICO-ს ჟურნალისტებს თეთრ სახლში მუშაობა აუკრძალა. ტრამპის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება მათ მიერ ყალბი ამბების მუდმივი გაშუქების შედეგია.
