აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის თურქეთში, კუნძულ ქინალიადაზე, საერთაშორისო ბანაკი ამოქმედდა, რომელშიც სოფელ ფერიაში მცხოვრები ეთნიკურად აფხაზი და აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდები მონაწილეობენ. ქართული დელეგაციის წარმომადგენლებს და მონაწილე ახალგაზრდებს, მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოს I-მა უმასპინძლა. ბანაკები მეხუთე წელია ეწყობა.
პროექტს აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ მოქალაქეთა სამინისტრო, მსოფლიო საპატრიარქოსთან თანამშრომლობითა და აჭარის კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით ახორციელებს.
კომენტარები
