უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქალაქ სუმში დრონი ცხრასართულიან საცხოვრებელ კორპუსს შეეჯახა, დაშავდა ექვსი ადამიანი, მათ შორის ოთხი ბავშვია.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის განცხადებით, რუსეთმა იერიში სავაჭრო-გასართობ ცენტრზეც მიიტანა.
„როგორც კი მაშველები დარტყმის ადგილზე მივიდნენ, მტერმა განმეორებითი იერიშები განახორციელა. დაზიანდა ერთი სამსახურებრივი ავტომობილი, ხოლო მეორე სრულად განადგურდა“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში თავდასხმასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაკეთებულა.
კომენტარები
