უნგრეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის განცხადებით, პროკურატურამ მისი პარტიის, „ფიდესის“ ოფისში ჩატარებული ჩხრეკით დემოკრატიულ ნორმებსა და კანონებს გადააბიჯა.
ორბანმა განაცხადა, რომ პროკურატურის მიერ ოპოზიციური პარტიის ოფისიდან სერვერებისა და საკომუნიკაციო სისტემების ამოღების შემდეგ პოლიტიკური გაერთიანება ტექნიკურად ფუნქციონირებას ვეღარ ახერხებს.
ორბანის თქმით, ასეთი რამ მხოლოდ დიქტატურის პირობებში ხდება. ფრაქციის ლიდერმა და უნგრეთის პარლამენტის დეპუტატმა იანოშ ბოკამ ასევე აღნიშნა, რომ პარტია პროკურატურის მიერ ძალაუფლების გადამეტების შესაძლო ფაქტზე საჩივრის შეტანას განიხილავს.
„გუშინ ისეთი რამ მოხდა, რაც დასავლურ სამყაროში ვერასოდეს მოხდებოდა და უნგრეთში ბოლო 36 წლის განმავლობაში არასოდეს მომხდარა. პროკურატურამ „ფიდესის“ წევრების მთელი რეესტრი წაიღო. ეს არის აშკარა პოლიტიკური დირექტივა. მათ გაიტანეს მთელი ჩვენი კორესპონდენცია. ეს მხოლოდ მწვავე დიქტატურის დროს ხდება. არ მინდა ძალიან მკაცრი სიტყვები გამოვიყენო, ამიტომ, მოდით, ამჯერად ტერმინ „ავტორიტარულ მმართველობაზე“ შევჯერდეთ. ასეთი რამ მხოლოდ ავტორიტარულ სისტემაში ხდება“, – განაცხადა ორბანმა.
