შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა ახლო აღმოსავლეთში ავიარეისები გააუქმოს. ამის გამო სახელმწიფო დეპარტამენტმა რეგიონში მყოფი ამერიკის მოქალაქეებისთვის გაფრთხილება გაავრცელა და მოუწოდა მათ, მოემზადონ საგანგებო სიტუაციებისთვის.
გაფრთხილება მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ „მასშტაბური თავდასხმის“ შესაძლებლობაზე ილაპარაკა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ახლო აღმოსავლეთში მყოფმა ამერიკელებმა უნდა გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე და გაითვალისწინონ რეისების შესაძლო გაუქმება, საჰაერო სივრცის დროებითი ჩაკეტვა და სამოგზაურო შეფერხებები.
კომენტარები
