ირანმა სპარსეთის ყურეში აშშ-ის ბაზებზე დრონებით იერიში მიიტანა, – ამის შესახებ ინფორმაციას ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ფარსი“ ქვეყნის ხელისუფლებაზე დაყდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, ირანის სამხედრო ძალების სამიზნე სამხრეთ ბაჰრეინში მდებარე „ისას“ საჰაერო ბაზა და ცენტრალურ-აღმოსავლეთ იორდანიაში მდებარე Muwaffaq Salti Air Base-ის საჰაერო ბაზა გახდა.
ირანელი სამხედროების განცხადებით, ბაჰრეინში საწვავის ავზები, აღჭურვილობის საწყობები, ასევე ჯარისკაცების საცხოვრებელი ადგილები დაიბომბა.
ცნობისთვის, გასულ ღამეს აშშ-მა ირანი კიდევ ერთხელ დაბომბა. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) განცხადებით, მათ ირანის წინააღმდეგ დარტყმები განახორციელეს, რის მიზანსაც თეირანის დასუსტება და ირანის მიერ მეზღვაურებსა და კომერციულ გემებზე თავდასხმების შემცირებაა.
