მადლიერი ვარ, რომ ჩემი 41 ორპარტიელი კოლეგა შემომიერთდა მოთხოვნაში, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) ყოველწლიური სესია სამხრეთ კაროლინაში გაიმართოს და არა სერბეთში, – ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი, X-ზე წერს.
უილსონის განცხადებით, სერბეთზე რუსეთს, ჩინეთსა და ირანს დიდი გავლენა აქვს და ეს არ არის ადგილი, სადაც რომელიმე საერთაშორისო ღონისძიების ჩასატარებლად.
“სერბეთზე რუსეთის, ჩინეთისა და ირანის გავლენა არაპროპორციულად ძლიერია. სერბეთი დაესწრო ტერორისტ ლიდერ ხამენეის სახელმწიფო დაკრძალვას, სადაც პრეზიდენტ ტრამპის სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული მუქარის შემცველი ბანერები იყო გამოფენილი. მას კვლავაც აქვს მჭიდრო ურთიერთობები რუსეთთან როგორც ენერგეტიკის, ისე უსაფრთხოების სფეროებში, ხოლო ჩინეთისგან შეიძინა და იყენებს საჰაერო თავდაცვის სისტემებს, დრონებსა და მოწინავე სამხედრო ტექნოლოგიას.
სერბეთი სრულად იზიარებს ირედენტისტულ პოლიტიკას, ხოლო მისი მინისტრები რეგულარულად ამართლებენ ან ამცირებენ მის მიერ ჩადენილ გენოციდს, ან იმუქრებიან, რომ მსგავსი ქმედება კვლავ განმეორდება.
ვუჩიჩი აშშ-ის მოწინააღმდეგე სახელმწიფოების გავლენის ქვეშ იმყოფება. ეს არ არის შესაფერისი ადგილი არცერთი საერთაშორისო ღონისძიების ჩასატარებლად.”- წერს ჯო უილსონი.
I’m grateful to be joined by 41 of my bipartisan colleagues to demand that the OSCE PA Annual Session be held in South Carolina and NOT Serbia. Serbia has undue Russian, Chinese, and Iranian influence. Serbia attended the state funeral for terrorist leader Khamenei where banners…
— Joe Wilson (@RepJoeWilson) July 24, 2026
