სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ასამბლეის სპეციალურ სესიაზე სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული პროკურორი კარიმ ხანი თანამდებობიდან გადააყენა.
„სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფოთა მონაწილე ასამბლეის სპეციალურმა სესიამ 2026 წლის 24 ივლისს მიიღო გადაწყვეტილება პროკურორის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ, მას შემდეგ, რაც დაადგინა, რომ მან ჩაიდინა მძიმე გადაცდომა და სამსახურებრივი მოვალეობის მძიმე დარღვევა“, – აღნიშნულია სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად რჩება ყველა თანამშრომლისთვის უსაფრთხო, ინკლუზიური და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა.
„სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო კვლავაც მტკიცედ რჩება ერთგული ანგარიშვალდებულების განმტკიცებისა და იმ დანაშაულების მსხვერპლთათვის მართლმსაჯულების უზრუნველყოფის, რომლებიც კაცობრიობის სინდისს ღრმად შოკში აგდებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
