ავსტრია ევროკავშირში უკრაინის სწრაფი გაწევრიანების წინააღმდეგია. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.
„მოთხოვნა ტურბო-გაწევრიანებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, შეუძლებელია“, – ციტირებს გამოცემა ავსტრიის ევროპის საქმეთა, ინტეგრაციისა და ოჯახის მინისტრს კლაუდია ბაუერს.
მინისტრმა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც გააკრიტიკა. ავსტრიელი მინისტრის განცხადებით, ზელენსკი ბოლო დროს ხშირად იქცევდა ყურადღებას და „სურდა, რომ ევროკავშირისთვის გაწევრიანების თარიღი ეკარნახა“.
„ყველა კანდიდატი სახელმწიფო, მათ შორის უკრაინაც, ერთ საერთო წესს უნდა ექვემდებარებოდეს და გაწევრიანება მიღწეული შედეგით დაიმსახუროს“, – დასძინა ბაუერმა.
მისი განცხადებით, ევროკავშირმა „ყურადღებით უნდა შეაფასოს“ საკუთარი შესაძლებლობა ახალი წევრების მიღებასთან დაკავშირებით. მან აღნიშნა, რომ „39-მილიონიანი უკრაინის გაწევრიანება თავისის სოფლის მეურნეობის განსხვავებული სტრუქტურით ძირშივე შეცვლის ევროკავშირს“.
ცნობისთვის, მანამდე ზელენსკის არაერთხელ უთქვამს, რომ უკრაინა ევროკავშირში 2027 წელს უნდა გაწევრიანდეს, რადგან კიევისთვის ევროკავშირში ყოფნა უსაფრთხოების საკვანძო გარანტიას წარმოადგენს.
