დღე დაიწყო მშვიდობიანი, სიხარულითა და სიყვარულით სავსე დემონსტრაციით, მაგრამ დასრულდა თავდასხმით, – ამის შესახებ ბერლინის მერმა, კაი ვეგნერმა პრაიდის ღონისძიებაზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ განაცხადა. ვეგნერმა ერთი ადამიანის გარდაცვალება დაადასტურა. მისივე თქმით, შესაძლოა, დაშავებულთა რიცხვი კიდევ გაიზარდოს.
„მრავალი ადამიანი აღნიშნავდა ამ ქალაქის მრავალფეროვნებას, სამყაროსადმი ღიაობას, თავისუფლებას და, დიახ, სიყვარულსაც. ეს დღე დასრულდა საშინელი აქტით. ერთი ადამიანის გარდაცვალება უკვე დადასტურებულია. ცხადია, რომ ბევრი დაშავებულიც გვეყოლება. მადლობას ვუხდი ბერლინის პოლიციასა და სამაშველო სამსახურებს მათი სწრაფი რეაგირებისთვის. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ბერლინი, როგორც თავისუფლებისა და მრავალფეროვნების ქალაქი, განაგრძობს გაძლიერებას და პოზიციონირებას“, – აღნიშნა ბერლინის მერმა მედიასთან საუბრისას.
ამასთან, ბერლინის პოლიციის პრესმდივნის განცხადებით, სამძებრო ღონისძიებები გრძელდება და ეჭვმიტანილი ჯერ დაკავებული არ არის.
