იტალიაში ტურინ-ლიონის ჩქაროსნული რკინიგზის მშენებლობას აპროტესტებენ. პროექტის მოწინააღმდეგეები სამართალდამცველებს დაუპირისპირდნენ. შეტაკებების შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა. დაშავებულთა უმრავლესობა პოლიციელია.
მასობრივი არეულობების გამო შეჩერდა მატარებლების მოძრაობა. დროებით დაიკეტა ადგილობრივი ავტომაგისტრალიც. ლიონსა და ტურინს შორის ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ჩქაროსნული რკინიგზის პროექტი ალპებში 57- კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობას გულისხმობს. მისი ღირებულება 26 მილიარდ ევროდ არის შეფასებული.
კომენტარები
