ვაფასებთ პრეზიდენტ ტოკაევის მოწოდებას პუტინისადმი, რომ ომის შეჩერების დროა, – წერს სოციალურ ქსელში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა.
„ეს რეალისტური, დროული და გონივრული გზავნილია. უკრაინამ შესთავაზა რუსეთს ომის შეჩერება ფრონტის ამჟამინდელი ხაზის გასწვრივ და დიპლომატიურ გზაზე გადასვლა, თუმცა კრემლი მშვიდობისკენ მიმავალ ამ მკაფიო გზას კვლავ უარყოფს. პუტინის პრესსპიკერმა უკვე უარყო ყაზახეთის პრეზიდენტის ეს წინადადებაც, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მოსკოვზე საერთაშორისო ზეწოლის გაძლიერებაა საჭირო“, – წერს ანდრეი სიბიგა.
ცნობისათვის, ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ ტოკაევი რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის გაყინვის და სტამბოლის ფორმატზე გადასვლის ინიციატივით გამოვიდა, რაზეც კრემლის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ კონფლიქტის გაყინვა შეუძლებელია.
