დონის როსტოვზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია როსტოვის ოლქის გუბერნატორზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო ხუთმა ადამიანმა, მათ შორის ერთმა მოზარდმა. დაშავებულთაგან ორის მდგომარეობა მძიმეა. იური სლიუსარის თქმით, უპილოტო საფრენი აპარატების ჩამოვარდნის შედეგად ხანძარი გაჩნდა კერძო საწარმოს ტერიტორიაზე, საწყობების შენობებსა და რამდენიმე კერძო სახლში. მისივე განცხადებით, თითქმის ყველა ხანძრის ოპერატიულად ჩაქრობა მოხერხდა. ამჟამად მაშველები 400 კვადრატული მეტრის ფართობზე არსებული ხანძრის ლიკვიდაციას განაგრძობენ.
რუსული მედიის ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების საპასუხოდ, რუსეთის არმია მაღალი სიზუსტის იარაღით, რომელიც საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო ბაზირებაზეა, ასევე უპილოტო საფრენი აპარატებით დარტყმებს ახორციელებენ მხოლოდ სამხედრო ობიექტებსა და უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოებზე.
