კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთსა და უკრაინას შორის ე.წ. „საჰაერო ცეცხლის შეწყვეტასთან“ დაკავშირებით ამ დროისთვის კონკრეტული ინფორმაცია არ არსებობს.
„ამ ეტაპზე ეს მხოლოდ მედიის სპეკულაციაა. ამ საკითხთან დაკავშირებით არც კონკრეტული დეტალები არსებობს და არც რაიმე ახალი ფორმულების ან წინადადებების შესახებ გვაქვს კონკრეტული ინფორმაცია“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.
ცნობისთვის, მანამდე „როიტერმა“ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ისა და უკრაინის ოფიციალური პირები განიხილავდნენ „აჰაერო ცეცხლის შეწყვეტის“ შესახებ წინადადებას, რომელიც რუსულ მხარეს სამშვიდობო მოლაპარაკებების ახალი რაუნდის ფარგლებში უნდა წარედგინოს.
კომენტარები
