უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა, სადაც პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდება.
„უკვე აშშ-ში ვარ. გრაფიკით გათვალისწინებულია შეხვედრა პრეზიდენტ ტრამპთან, მის გუნდთან და მათთან, ვისაც ჩვენი თავდაცვის მხარდაჭერა შეუძლია. ნომერ პირველ პრიორიტეტს ანტიბალისტიკა და ამერიკასთან სტრატეგიული თანამშრომლობა წარმოადგენს. მშვიდობა ახლოს უნდა იყოს“, – დაწერა ზელენსკიმ „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე.
მისი თქმით, ის ვაშინგტონში ასევე გარდაცვლილი სენატორის ლინდსი გრემის პანაშვიდს დაესწრება და მის ხსოვნას პატივს მიაგებს.
კომენტარები
