სააგენტო Bloomberg-ის ცნობით, გერმანია ფარულად ჩინეთის ეკონომიკის სუსტ წერტილებს ეძებს.
როგორც სააგენტო იუწყება, ბერლინი ცდილობს ევროკავშირსა და ჩინეთს შორის სავაჭრო დაძაბულობისთვის მოემზადოს.
გერმანელ მაღალჩინოსნებს სურთ შეაგროვონ ცნობები ისეთ ადგილებზე, სადაც მსოფლიოს მეორე ეკონომიკის მქონე ქვეყანა კვლავ ინარჩუნებს დამოკიდებულებას ევროპულ, კონკრეტულად კი გერმანულ ტექნოლოგიებსა თუ სამრეწველო აღჭურვილობაზე.
Bloomberg-ის ინფორმაციით, გერმანიას სურს ჰქონდეს რეაგირების ბერკეტი იმ შემთხვევისთვის, თუკი პეკინი ეკონომიკური დაპირისპირებისას ნედლეულის მარაგისა და ტექნოლოგიების უპირატესობას გამოიყენებს.
კომენტარები
