ვაშინგტონში, დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრა დასრულდა. მოლაპარაკებები მედიის წარმომადგენლების გარეშე ჩატარდა და მისი დასრულების შემდეგ პრესკონფერენცია არ გამართულა, – წერს გერმანული გამოცემა Deutsche Welle.
„ზელენსკიმ თეთრი სახლი დატოვა“, – იტყობინება სააგენტო Reuters-ი და დასძენს, რომ უკრაინის პრეზიდენტი თეთრ სახლში დაახლოებით ერთი საათი იმყოფებოდა.
უფრო ადრე, ამერიკის სახელმწიფოს მეთაურთან საუბრის თემების კომენტირებისას, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო-სარაკეტო თავდაცვა და უკრაინისა და ამერიკის სტრატეგიული თანამშრომლობა „მთავარ პრიორიტეტად“ დაასახელა.
კომენტარები
