უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ დამარწმუნა, რომ ირანულ გემზე თავდასხმა განზრახ არ მომხდარა და უკრაინა ესკალაციას არ ცდილობს, – განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ.
„ესკალაცია არც ირანის ინტერესებშია, თუმცა მკაფიოდ აღვნიშნეთ, რომ ჩვენს მოქალაქეებსა თუ ინტერესებზე ნებისმიერი თავდასხმა მიუღებელია. მიყენებული ზარალი აუცილებლად უნდა ანაზღაურდეს“, – აღნიშნა არაღჩიმ.
კომენტარები
