ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, დონალდ ტრამპთან გამართული „შესანიშნავი“ შეხვედრა ორ ლიდერს შორის შემდგარ დიალოგებს შორის ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
„ეს იყო სრული თანამშრომლობისა და ურთიერთგაგების შეხვედრა – იმ საერთო მიზანზე შეთანხმებით, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ უნდა ჰქონდეს, ისევე როგორც სხვა ამოცანებზე“, – აღნიშნა ისრაელის მთავრობის მეთაურმა.
„ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო საუბარი, რაც კი ჩვენს მეგობართან, აშშ-ის პრეზიდენტთან მქონია,“ – აცხადებს ისრაელის პრემიერი.
მისი თქმით, შეხვედრამ მათ მისცა შესაძლებლობა, „გაეცვალათ მოსაზრებები და კოორდინაცია გაეწიათ ისეთ საკითხებზე, რომლებიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ისრაელის უსაფრთხოებისა და მომავლისთვის“.
კომენტარები
