გამოცემა The New York Times-ის ცნობით, ირანი უკრაინის საზღვაო პორტზე სარაკეტო იერიშის მიტანას განიხილავდა.
როგორც გამოცემა წერს, თეირანში ფაქტობრივად გადაწყვეტილი იყო უკრაინისთვის კასპიის ზღვაში ირანულ გემზე განხორციელებული თავდასხმაზე ეპასუხათ. ვითარების განმუხტვა დიპლომატიური ძალისხმევით მოხერხდა.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა ირანელ კოლეგას აბას არაღჩის ტელეფონით ესაუბრა. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განმარტებით, სიბიგამ ის დაარწმუნა, რომ უკრაინას ესკალაცია არ სურს და ირანული გემზე თავდასხმა გამიზნული ქმედება არ ყოფილა.
კომენტარები
