აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ „საკმაოდ იმედგაცრუებული“ დარჩება სი ძინპინით, თუ ის ირანს იარაღს მიაწვდის.
სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ირანი უახლოეს კვირებში ჩინური წარმოების 300-400 გადასატან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს მიიღებს. გარიგების სავარაუდო ღირებულება 60-დან 70 მილიონ დოლარამდეა.
„რა თქმა უნდა, ეს გასაკვირი იქნებოდა“, – აღნიშნა ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან საუბრისას, Reuters-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტირებისას.
„ანუ, ასეთი რამეები ხდება ხოლმე, თუმცა ეს მაინც მოულოდნელი იქნება. მან [სი ძინპინმა] მითხრა, რომ ამაში მონაწილეობას არ მიიღებდა და იცის, რომ ძალიან გამიცრუვდებოდა იმედი“, – დასძინა ტრამპმა.
კომენტარები
