ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი, იტალიის ეროვნული ნაკრებისა და კლუბ „მილანის“ წევრი ფრანკო ბარეზი 66 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას „მილანი“ სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს.
„მილანი“ ფრანკო ბარეზის გარდაცვალების გამო გლოვობს. მისი მაგალითი, ადამიანური ღირსებები და ფასეულობები, ისევე, როგორც მისი ლეგენდარული 6-ნომრიანი მაისური, სამუდამოდ დარჩება კლუბის დნმ-ისა და განვითარების გზის განუყოფელ და ფუნდამენტურ ნაწილად.
„მილანი“ უსამძიმრებს ფრანკო ბარეზის ოჯახს. ამ მძიმე წუთებში კლუბის სამძიმარს იზიარებს „როსონერის“ თითოეული გულშემატკივარი, რომელიც ამ დანაკლისს საკუთარ ტკივილად აღიქვამს“, – აღნიშნულია „მილანის“ განცხადებაში.
მედიის ცნობით, ბარეზი ბოლო პერიოდში მძიმე დაავადებას ებრძოდა.
ბარეზი „მილანში“ 1978-1997 წლებში თამაშობდა. კლუბთან ერთად მას ექვსჯერ აქვს მოგებული იტალიის ჩემპიონატი, იტალიის სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა და უეფას სუპერთასი.
იტალიის ნაკრების შემადგენლობაში ბარეზიმ 1982 წელს მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო.
