ვოლგოგრადზე იერიშის შედეგად Wildberries-ის საწყობში ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო „რია“ კომპანიის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
ვოლგოგრადის გუბერნატორის, ანდრეი ბოჩაროვის განცხადებით, გასულ ღამეს ოლქზე მიტანილი იერიშების შედეგად დაშავებული ხუთი მოქალაქე საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მისივე ინფორმაციით, ცეცხლი გაუჩნდა „ლუკოილის“ ნავთობის ქარხანასა და ენერგეტიკული სექტორის ობიექტებს, დაზიანდა ორი საცხოვრებელი სახლი.
კომენტარები
