მოსკოვში, კუდრინსკაიას მოედანზე მდებარე რესტორანში აფეთქება მოხდა. შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 21 დაშავდა.
ერთ-ერთი ტელეგრამ არხის ინფორმაციით, რესტორანში რუსი გენერლის დაბადების დღის აღნიშვნა მიმდინარეობდა, თუმცა ეს ცნობა დადასტურებული არ არის. მომხდარის შესახებ სხვა დეტალები უცნობია.
კომენტარები
