რუსეთმა ხარკოვზე დრონებით იერიში მიიტანა. სამიზნეში წიგნების უმსხვილესი გამომცემლობის საწყობი მოექცა, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით, სკოლებში სახელმძღვანელოების გადანაწილების ლოგისტიკურ ცენტრად გამოიყენებოდა. შენობას ორი დრონი შეეჯახა, შედეგად ძლიერი ხანძარი გაჩნდა. დაშავდა ერთი კაცი და ორი ბავშვი.
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, სულ გასული ღამის განმავლობაში რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 133 დრონი გაუშვა. 19 ლოკაციაზე დრონების 24 ჩამოვარდნა დაფიქსირდა.
კომენტარები
