პოლონეთის ქალაქ კოჟუხოვში უკრაინის სამ მოქალაქეს სცემეს. პოლონეთში უკრაინის დიპლომატიურმა მისიამ უკრაინელების წინააღმდეგ სიძულვილის, აგრესიისა და ძალადობის გახშირებული ფაქტები დაგმო.
ინციდენტი 1-ელ აგვისტოს ერთ-ერთ სასტუმროსთან მოხდა, სადაც უკრაინელები ცხოვრობდნენ. მედიის ცნობით, ფიზიკური დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც გამვლელმა მამაკაცმა უკრაინელებს სასტუმროსთან მდგომ ავტომობილში უკრაინული სიმღერების გამორთვა მოსთხოვა.
კომენტარები
