იტალიური მედიის ცნობით, იტალიის პრემიერ-მინისტრი, არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, ახალი ინიციატივით გამოდის. Corriere della Sera წერს, რომ ჯორჯია მელონი, „ალბანეთის მოდელის“ მსგავსად, მიგრანტთა რეპატრიაციის ცენტრების ევროკავშირის ფარგლებს გარეთ გახსნას ითხოვს. მათ შორის სომხეთში, მონტენეგროსა და აფრიკის ქვეყნებში.
ინიციატივა სეუტაში შექმნილ მძიმე მიგრაციულ კრიზისს უკავშირდება. იტალიური გამოცემის ინფორმაციით, იტალიამ და დანიამ, ევროკავშირის 22 წევრ სახელმწიფოსთან ერთად, უკვე მოაწერეს ხელი ერთობლივ წერილს, რომლითაც საზღვრების დაცვის გამკაცრებასა და უკანონო მიგრანტების სწრაფი დაბრუნების მექანიზმების ამოქმედებას მოითხოვენ.
კომენტარები
