ირანის ხელმძღვანელობა წარმოუდგენლად თვალთმაქცია! ისინი გვთხოვენ შეხვედრას, „გვეხვეწებიან კიდეც“. იწყება მოლაპარაკებები, რომელთა გაგრძელებაც უახლოეს მომავალშია დაგეგმილი, ისინი კი ღიად და ამაყად აცხადებენ, რომ არანაირ დისკუსიას არ აწარმოებენ, არაფერს განიხილავენ და საქმე მხოლოდ „ომანთან“ აქვთ, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.
„შემდეგ კი განაგრძობენ თავიანთ ჩვეულებრივ როშვას, თითქოს ჰორმუზის სრუტეს მტკიცედ გააკონტროლებენ, როდესაც მას უკვე სრულად აკონტროლებს შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ფლოტი. ირანამდე ვერაფერი შეაღწევს, თუ ჩვენ არ მოვისურვებთ და ვერც ვერაფერი შეაღწევს, სანამ შეთანხმება ან სრული კაპიტულაცია არ შედგება. სურს თუ არა ირანს ამის აღიარება, ჩვენ, ფაქტობრივად, იმ პრობლემის გადაჭრაზე ვსაუბრობთ, რომელიც მათ ათწლეულების განმავლობაში შექმნეს. ეს ძალიან მარტივია: ირანს არასდროს ექნება ბირთვული იარაღი!“ – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
