უკრაინამ გვიან ღამით რუსეთის სამარის ოლქსა და ქვეყნის სამხრეთში, კრასნოდარის მხარეში, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე იერიში მიიტანა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
რუსეთის სამარის ოლქის ქალაქ სიზრანში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ხანძარი ქარხანაზე უკრაინული თავდასხმის შედეგად დაიწყო.
კრასნოდარის მხარეში, ილსკის დასახლებაში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზეც დაფიქსირდა თავდასხმა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში, რომელთა ავთენტიკურობის დამოუკიდებლად დადასტურება ამ ეტაპზე ვერ ხერხდება, ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარია ნაჩვენები.
მომხდართან დაკავშირებით რუსეთის ოფიციალურ უწყებებს ამ დროისთვის დეტალური განცხადება არ გაუვრცელებიათ.
კომენტარები
