პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა მედიასთან გაიხსენა 2008 წლის აგვისტოს ომი და თქვა, რომ დღემდე ცოცხალია ის ტკივილი, რომელიც გამოიწვია გმირებისა და სამოქალაქო მოსახლეობის ომში გარდაცვალებამ. სუბარმა აღნიშნა, რომ დადგება დღე, როცა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება:
„განსაკუთრებით მტკივნეულია, რომ დღემდე არ არის აღსრულებული ქვეყნის უმთავრესი მიზანი – საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. დარწმუნებული ვარ, ჩვენი გმირების სისხლი ტყუილად არაა დაღვრილი და დადგება დღე, როცა ჩვენი სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება“ – განაცხადა სუბარმა.
მან თქვა, რომ დადგება დღე, როცა საქართველოს თითოეული მოქალაქე, განურჩევლად ეროვნებისა, შეძლებს საქართველოში მშვიდობიანად თანაცხოვრებას.
„18 წელი გავიდა აგვისტოს ტრაგიკული ომიდან და დღემდე ცოცხალია ის ტკივილი, რომელიც ჩვენი გმირების, ჩვენი სამოქალაქო მოსახლეობის სიკვდილმა გამოიწვია. განსაკუთრებით მტკივნეულია, რომ დღემდე არ არის აღსრულებული ქვეყნის უმთავრესი მიზანი – საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. დარწმუნებული ვარ, ჩვენი გმირების სისხლი ტყუილად არაა დაღვრილი და დადგება დღე, როცა ჩვენი სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება და ერთიან საქართველოში მშვიდობიანად ვიცხოვრებთ ქართველებიც, აფხაზებიც, ოსებიც და საქართველოს ყველა მოქალაქე, მიუხედავად ეროვნებისა,“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.
