აშშ-ის 46-ე პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის შვილმა, ჰანტერ ბაიდენმა განაცხადა, რომ მამის ჯანმრთელობის მდგომარეობა ონკოლოგიური დაავადების გამო საგრძნობლად გაუარესდა
„კიბო გავრცელდა, მეტასტაზები ძვლებსა და სხვა ქსოვილებშიც არის. ეს ძალიან მტკივნეულია და მრავალი ასპექტით ძალიან დამღლელი. თუმცა მამა კვლავ აგრძელებს იმის კეთებას, რასაც აკეთებს“, – განაცხადა უმცროსმა ბაიდენმა.
მანამდე, ივნისში, ყოფილმა პირველმა ლედიმ, ჯილ ბაიდენმა განაცხადა, რომ ბაიდენი, სავარაუდოდ, სიცოცხლის ბოლომდე ვერ შეძლებს ონკოლოგიური დაავადებისგან განკურნებას.
ბაიდენთან პროსტატის კიბოს აგრესიული ფორმის შესახებ 2025 წლის მაისში გახდა ცნობილი.
კომენტარები
