ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის მოლაპარაკება არ შედგება, სანამ არ შეწყდება უკვე მიღწეული შეთანხმების დარღვევა, – აცხადებს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი.
„ამ მომენტში ჩვენ არ ვაწარმოებთ არანაირ მოლაპარაკებებს შეერთებულ შტატებთან“, – განაცხადა მინისტრმა.
ის ასევე ირანსა და ომანს შორის ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხო მარშრუტების შესახებ გამართულ მოლაპარაკებებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ მიღწეული შეთანხმება ჰორმუზის სრუტის სრულად გახსნას არ ნიშნავს.
კომენტარები
