ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ვიდრე ის ისრაელის პრემიერ-მინისტრია, ირანს არასდროს ექნება ბირთვული იარაღი.
„ირანი თავს ესხმის ყველა ქვეყანას რეგიონში, რეგიონს გარეთაც, მაგრამ მხოლოდ ერთადერთ ქვეყანას არ ესხმის თავს, ისრაელის სახელმწიფოს. ამ დრომდე არ დასხმია, შესაძლოა დაგვესხას, მაგრამ ხანგრძლივი კვირები გავიდა და არ დაგვსხმია, რადგან მან იცის, რომ გამანადგურებელ დარტყმას მიიღებს, თუ ასე მოიქცევა“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
მისივე თქმით, ის ძალიან აფასებს დონალდ ტრამპს, თუმცა ისრაელი გააკეთებს იმას, რაც ქვეყნისთვის არის საჭირო.
„ძალიან ვაფასებ პრეზიდენტ ტრამპს. ის თეთრ სახლში ჩვენი კარგი მეგობარია. ვაფასებ ისტორიულ პარტნიორობას შეერთებულ შტატებთან ირანის მცდელობების წინააღმდეგ, მოიპოვოს ბირთვული იარაღი. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, შეთანხმებით თუ მის გარეშე, ვიდრე მე პრემიერ-მინისტრი ვარ, ირანს არასდროს ექნება ბირთვული იარაღი. მათგან განსხვავებით, ვინც გვარიგებს, ჩვენ ვაკეთებთ იმას, რაც საჭიროა ისრაელის უსაფრთხოებისთვის. ჩვენ შეგვიძლია და ვიცით, როგორ დავდგეთ ჩვენი საუკეთესო მეგობრების წინააღმდეგაც, როდესაც ეს საჭიროა“, – ამბობს ნეთანიაჰუ.
