ჯემიროქუაის კონცერტი ბათუმის ჯაზ-ფესტივალზე დაგეგმილზე ნახევარი საათით გვიან დასრულდა. ჯგუფმა ძველი და ახალი ჰიტები შეასრულა.
ჯგუფის წევრები ბათუმში 27 ივლისს ჩამოვიდნენ.
შავი ზღვის XI ჯაზ-ფესტივალი 27 ივლისს დაიწყო. ფესტივალი თავის ბენდთან ერთად კორი ჰენრიმ გახსნა.
2017 წელს ფესტივალში ასევე მონაწილეობენ ჯოს სტოუნი, დე ლა სოული და ასევე ემეფ რობოტსი.
ბათუმის ჯაზ-ფესტივალი ტრადიციულად ივლისის თვეში 2007 წლიდან იმართება და უამრავ ჯაზის მოყვარულს იზიდავს.
ფესტივალი წელს ოთხი დღის განმავლობაში ყოველ საღამოს ბათუმის ჩოგბურთის კლუბში გაიმართება და 30 ივლისს საზეიმოდ დაიხურება. ფესტივალის ორგანიზატორია „ისთერნ პრომოუშენი“.
კომენტარები