ამ დროისთვის შესრულებულია საერთო სამუშაოების 40-45%, – განაცხადა „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა გიორგი პაპავამ.
მისივე თქმით, დასუფთავებაზე ამ ეტაპზე 200 ადამიანი მუშაობს.
„უახლოესი დღენახევარის განმავლობაში იგივე რეჟიმში გავაგრძელებთ მუშაობას. ყველა რაიონის გამგეობა ჩართულია, პოლიცია მჭიდროდ თანამშრომლობს ჩვენთან, შესაბამისად დღენახევარში დავხურავთ სტიქიის შედეგად მიყენებულ ყველა კერას. 200 ადამიანი გვყავს დასუფთავებაზე შემოყვანილი, ვახორციელებთ ხელით გატანას, რადგან საფეხმალო ტერიტორიაა.
დღეს ღამით გათვალისწინებულია შესაბამის მონაკვეთებზე ასფალტის საფარის აღდგენაც ისე, რომ დილისთვის ყველა ლოკაცია იყოს მაქსიმალურად მოწესრიგებული“, – განაცხადა გიორგი პაპავამ.
მძიმე ტექნიკა და ცოცხალი ძალა, თბილისის ქუჩებსა და ინფრასტრუქტურას ისევ წმენდს. პროცესში, მერიის სამსახურები, გამგეობები და საგანგებო სიტუაციების სამსახურის ჯგუფებია ჩართული. უხვი ნალექის შედეგად, გარკვეულ მონაკვეთებზე მიწი მასა ჩამოიშალა. ძლიერმა წვიმამ დატბორა ქუჩები, სახლების ნაწილი და სარდაფები. ასევე მეტროსადგურები „რუსთაველი“ და „ვაჟა-ფშაველა“. ნალექმა განსაკუთრებით დააზარალა ჩუღურეთის, ვაკის, კრწანისისა და მთაწმინდის რაიონების მოსახლეობა.
