რუმინეთმა ჩამოაგდო დრონი, რომელმაც ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვია. რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ქვეყნის საჰაერო სივრცეში შეჭრილი უპილოტო საფრენი აპარატი ესპანური F-18 ტიპის ავიაგამანადგურებლითჩამოაგდეს.
„დრონი უსაფრთხოდ ჩამოაგდეს დილის 05:01 საათზე“, – ნათქვამია რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, დრონის ნამსხვრევები, სავარაუდოდ, ორ სოფელს შორის მდებარე დაუსახლებელ ტერიტორიაზე ჩამოვარდა.
ეს მიმდინარე წელს რუმინეთის მიერ ჩამოგდებული უკვე მეოთხე უპილოტო საფრენი აპარატია.
კომენტარები
