უკრაინის თავდაცვის ძალებმა დონბასის ძირითად რაიონებში წინ წაიწიეს, – ამის შესახებ ომის შესწავლის ინსტიტუტის ანალიტიკოსები იუწყებიან. ანგარიშის თანახმად, რუსულმა ძალებმა სლავიანსკის აღმოსავლეთით, ოზერნოეში პოზიციები დაბომბეს, რაც ამ ტერიტორიაზე უკრაინული ძალების ბოლოდროინდელ წინსვლაზე მიუთითებს. ეს ასევე უარყოფს რუსეთის მტკიცებას, რომ მათი ძალები ოზერნოესდასავლეთით პოზიციებს აკონტროლებენ.
ანალიტიკოსებმა ასევე განაცხადეს, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა წარმატებას მიაღწიეს პოკროვსკის სექტორში, სადაც რუსეთი აგრძელებს ინფილტრაციის ტაქტიკის გამოყენებას. აღნიშნულია, რომ უკრაინულმა ძალებმა ბელიცკეს ჩრდილო-დასავლეთით რუსული პოზიციები დაიბრუნეს.
ამავდროულად, ანალიტიკოსები წერენ, რომ რუსული ძალები აგრძელებენ დონბასში უკრაინული ლოჯისტიკის განადგურების მცდელობებს. კერძოდ, 15 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთმა სლავიანსკში, მდინარე კაზენი ტორეცზერამდენიმე ხიდი დაბომბეს.
ომის შესწავლის ინსტიტუტის ცნობით, ეს რუსეთის მზადებაა უკრაინის გამაგრებულ სარტყელზე მომავალი შეტევისთვის. რუსეთი ასევე აგრძელებს კონსტიანტინოვკისრაიონში წინსვლის მცდელობებს, რაც ართულებს უკრაინის თავდაცვის ძალების ლოჯისტიკას ქალაქის მიმართულებით. კერძოდ, რუსეთის არმია თავდასხმებს ორივე ფლანგიდან ახორციელებს და უკრაინის პოზიციებში დაუცველ ადგილებს ეძებს.
