საბერძნეთის კუნძულ სალამინზე ტყის ხანძრის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა. კოლონესა და სატერლის დასახლებებიდან 500-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 260 მეხანძრე, 58 სატრანსპორტო საშუალება და 15 სატყეო ჯგუფია ჩართული. მათ 10 თვითმფრინავი და 8 ვერტმფრენი ეხმარება.
კომენტარები
