Telegraph-ის ცნობით, რუსეთი ნატოს წევრი სახელმწიფოების სიახლოვეს საიდუმლო სამხედრო ბაზებს აშენებს. გამოცემა წერს, რომ მოსკოვი ამ ობიექტებიდან ალიანსის ტერიტორიის სიღრმეში თანამედროვე დრონების გაშვებას შეძლებს. “ტელეგრაფის” ჟურნალისტებმა ათი ბაზა გამოავლინეს, რომელთა ნაწილს მოსკოვი უკრაინაზე იერიშებისთვის უკვე იყენებს.
პარალელურად, Bild-ი წერს, რომ რუსეთმა ჩრდილოეთ ფლოტის თანამედროვე სამხედრო გემი ბალტიის ზღვაში გადაიყვანა, საიდანაც მას ევროპის ქვეყნების მიმართულებით რაკეტების გაშვება შეუძლია.
კომენტარები
