ძალიან მიჭირს ამის დაწერა, მაგრამ სხვა გზა აღარ მაქვს, – ამის შესახებ ოთარ ლითანიშვილის შვილი ნანა ლითანიშვილი წერს.
“ძალიან მიჭირს ამის დაწერა, მაგრამ სხვა გზა აღარ მაქვს.
მამაჩემს, კინორეჟისორსა და ლექტორს, ოთარ ლითანიშვილს, ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. მკურნალობა თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში მიმდინარეობს, სადაც სრული გამოჯანმრთელების იმედი მოგვცეს.
უკვე ჩატარებულია პირველი ოპერაცია და ქიმიოთერაპიის კურსი. ახლა მას ესაჭიროება მეორე, გადამწყვეტი ოპერაცია, რომლის დროულად ჩატარებაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია.(სასწრაფოა)
სამწუხაროდ, ოპერაციისთვის საჭირო თანხის სრულად მოგროვება ვერ მოხერხდა და ახლა თქვენი თანადგომა განსაკუთრებით გვჭირდება.
მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ რთულ პერიოდში ჩვენს გვერდით დგას, გვამხნევებს და გვეხმარება❤️❤️❤️
GE30BG0000000122587900საქართველოს ბანკი GE42TB7219845061100001 თიბისი ბანკი
მიმღები: ნანა ლითანიშვილი”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
