იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრის საერთაშორისო სამიტზე მიწვევის ფაქტს ჟურნალისტებთან გამოეხმაურა.
„ძალიან გთხოვთ, კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ არ გაუმხილოთ პრეზიდენტ მაკრონის წერილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისადმი. ისინი ამბობენ, რომ არც პრემიერ-მინისტრი არსებობს, არც „ქართული ოცნება“, არც ქართველი ხალხის არჩევანი.
ესეც კიდევ ერთი შესაძლებლობა იქნება, რომ ჩვენი ხმა ისმოდეს ყველა ფორმატში, ყველა ასპარეზზე“, – განაცხადა გორდულაძემ.
კომენტარები
