თბილისის საქალაქო სასამართლომ მოქალაქე ნარგიზი ხაჭვანის მიმართ, ასკ-ს 166 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, შსს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი განიხილა.
ნარგიზი ხაჭვანმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ირინე ფერაძეს. ფერაძემ რეაგირებისთვის შინაგან საქმეთა სამინიატროს სიძულვილის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თავად მიმართა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს დადგენილებით ნარგიზი ხაჭვანი სამართალდამრღვევად სცნეს და სახდელის სახედ ჯარიმა 1500 ლარის ოდენობით შეეფარდა.
კომენტარები
