“იმედის” დირექტორი გიორგი კალანდარიშვილი თანამდებობას ტოვებს. მის ადგილს სავარაუდოდ ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნანა ლეჟავა დაიკავებს.
ჩვენ ამ ინფორმაციის მასთან გადამოწმება ვცადეთ, თუმცა მან არ დაადასტურა და განაცხადა, რომ “არც არავის დაუტოვებია ტანამდებობა და არც ვინმე აპირებს მის დაკავებას, ყველაფერი ისეა, როგორც იყო”.
კალანდარიშვილი სავარაუდოდ “ლიბერთი ბანკში” გააგრძელებს მუშაობას.
ტელეკომპანია იმედი ირაკლი რუხაძის მფლობელობაშია, რომელიც ასევე ლიბერთი ბანკის საკონტროლო პაკეტს ფლობს. სავარაუდოდ, სწორედ ამიტომ გადაჰყავთ გიორგი კალანდარიშვილი ლიბერთი ბანკში.
www.primetime.ge
კომენტარები