“თავიდან ბოლომდე წაგებული პოლიტიკა აქვთ – მათთვის ეს მისაღები იყო, როდესაც სააკაშვილი ლარსის გამშვებ პუნქტზე რუს ტურისტებს მოუწოდებდა, რომ შემოსულიყვნენ საქართველოში, დაესვენათ და ფული დაეხარჯათ”, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრი, ირაკლი ჭეიშვილი აცხადებს.
როგორც ის ამბობს, “ნაციონალური მოძრაობა” აცდენილია რეალობას და “მათ ეს პოლიტიკა თავიდანვე წაგებული აქვთ”.
“არსებობს ციფრები – უფრო მეტი გასულია, ვიდრე შემოსული. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეს ციფრები გამოაქვეყნა. ქვეყნის მტრები აცდენილნი არიან რეალობას და არ სურთ, სიმართლეს თვალი გაუსწორონ, “ნაციონალურ მოძრაობას” ვგულისხმობ.
ამას ქართველი ხალხი ხედავს და შესაბამისი რეაქცია აქვთ მერე მათი პარტიების მიმართ არჩევნების პროცესში”, – ამბობს ჭეიშვილი.
კომენტარები
